სკოლის შესახებ

“საერთაშორისო სახლი” დაარსებულია 1953 წელს ცნობილი ბრიტანელი განმანათლებლების – ჯონ და ბრიტა ჰეიკრაფტების  მიერ. ორგანიზაციის მიზანია უცხოური ენების სწავლების მაღალი ხარისხი. დღეს “საერთაშორისო სახლი” მსოფლიოში უდიდესი ორგანიზაციაა, რომელიც ასწავლის უცხოურ ენებს და ამზადებს მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებს ყველა კონტინენტის 50 ქვეყნის 150–ზე მეტ სასწავლებელში. ორგანიზაციის შტაბ-ბინა ლონდონშია.

საერთაშორისო სახლი თბილისი მუშაობას შეუდგა 1987 წელს, ხოლო 1989 წლიდან საერთაშორისო სახლი - მსოფლიო ორგანიზაციის წევრი და ფილიალი ხდება. ამჟამად წარმოადგენს უცხოური ენების სწავლების უდიდეს ცენტრს საქართველოში. აქ წარმოებს ინგლისური ენის სწავლება რამდენიმე მიმართულებით:

  • ინგლისური ენის ზოგადი კურსი მოზრდილთათვის
  • ინგლისური ენის ზოგადი კურსი ბავშვებისათვის (7 – 9 წელი)
  • ინგლისური ენის ზოგადი კურსი მოზარდთათვის (10 - 15 წელი)
  • ინგლისური ენის ინტენსიური კურსი
  • ბიზნეს-ინგლისურის კურსი
  • საერთაშორისო გამოცდების (PET, FCE, CAE, CPE, IELTS, TOEFL) მოსამზადებელი კურსი
  • ინდივიდუალური სწავლების კურსი
  • მასწავლებელთა ტრენინგი (საერთაშორისო სერთიფიკატის – CELTA, IHYL, IHC მოსამზადებელი კურსები)

საერთაშორისო სახლის სასწავლო აუდიტორიები უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობით ზამთარში და კონდიცირებით ზაფხულის განმავლობაში. კომპიუტერული სასწავლო კლასი, ბიბლიოთეკა, აუდიო, ვიდეო და DVD აპარატურა, საერთაშორისო სერთიფიკატის მქონე, მაღალპროფესიონალი ქართველი და უცხოელი მასწავლებლები, დიდი ბრიტანეთის წამყვანი გამომცემლობების მიერ მოწოდებული სახელმძღვანელოები და თანამედროვე სასწავლო თუ მეთოდური მასალები - არის სწორედ იმის გარანტია, რომ ჩვენთან, საერთაშორისო სახლში, პროფესიონალებთან კარგად ისწავლით ინგლისურს!