ზოგადი კურსი ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის

ბავშვები 7 წლიდან 10 წლამდე და მოზარდები 11 წლიდან 15 წლამდე გაივლით ტესტირებასა და გასაუბრებას, რის საფუძველზეც ჩაირიცხებით შესაბამისი დონის ჯგუფში, სადაც სხვა ბავშვებმა და მოზარდებმა ზუსტად თქვენსავით იციან ინგლისური. თქვენ აირჩევთ თქვენთვის სასურველ დღეებს – ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი ან სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და შესაბამისად მეცადინეობის დაწყების საათს: 10, 12, 3, 5 ან საღამოს 7 საათი. მეცადინეობები ტარდება კვირაში სამჯერ, 1,5 საათის განმავლობაში.