საგამოცდო ჯგუფები

“საერთაშორისო სახლში” მომზადებული სტუდენტები საუკეთესო შედეგებს აღწევენ საერთაშორისო გამოცდების (PET, FCE, CAE, CPE, IELTS, TOEFL) ჩაბარებისას. ამას უზრუნველყოფს “საერთაშორისო სახლის” უდიდესი გამოცდილება ამ სფეროში და აგრეთვე ის მაღალპროფესიული უცხოელი სპეციალისტები, უახლესი აკადემიური და ტექნოლოგიური საშუალებები და ზოგადად ის უდიდესი გამოცდილება, რაც “საერთაშორისო სახლმა” დააგროვა თავისი არსებობის ორი ათეული წლის განმავლობაში. PET, FCE, CAE, CPE – კემბრიჯის უნივერსიტეტის ამ გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსების ხანგრძლიობა 3 ან 6 თვეა. მეცადინეობები ტარდება კვირაში 3-ჯერ, გაკვეთილის ხანგრძლიობა – 2 საათი. კურსის დაწყებამდე თქვენ გაივლით სპეციალურ ტესტირებას და გასაუბრებას და მხოლოდ ადეკვატური შედეგების შემთხვევაში დაიშვებით საგამოცდო ჯგუფში. IELTS და TOEFL – მოსამზადებელი კურსების ხანგრძლიობა 8 კვირაა. “საერთაშორისო სახლში” თქვენ შემოგთავაზებენ სპეციალურ ლიტერატურას და კომპიუტერულ პროგრამებს ამ გამოცდებისთვის საფუძვლიანად მომზადებისათვის.