მთავარიფოტოგალერეავიდეო ჩარიცხვის წესიწიგნის მაღაზიადასაქმებაკონტაქტი

ზოგადი კურსი მოზრდილთათვის

ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე ჩაირიცხებით შესაბამისი დონის ჯგუფში, სადაც ინგლისურ ენას თქვენსავით ფლობენ. აირჩევთ თქვენთვის სასურველ დღეებს – ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი  ან  სამშაბათი, ხუთშაბათი,  შაბათი  და შესაბამისად მეცადინეობის დაწყების საათს:  10, 12, 3, 5 ან საღამოს 7 საათი. მეცადინეობები ტარდება კვირაში სამჯერ, 2 საათის განმავლობაში. ხოლო ბავშვებისა და მოზარდების გაკვეთილების ხანგრძლივობაა 1,5 საათი. 

საერთაშორისო სახლი გთავაზობთ სწავლების 8 დონეს. თითოეულ დონეზე სწავლა გრძელდება 4 თვე და შედგება ორი 2 თვიანი კურსისაგან – A და B. ყოველი კურსის დამთავრებისას ჩატარდება ტესტირება. მისი შედეგების საფუძველზე მოხდება შემდგომ კურსზე ან დონეზე გადაყვანა ან გაიცემა სერთიფიკატი.

დაწყებით, Beginner, დონეზე სწავლის ხანგრძლივობა 2 თვეა.

თითოეულ დონეზე აკადემიური საათების რაოდენობაა 100+16, სულ 116 საათი. აქედან 100 საკლასოა, ხოლო 16 საკრედიტო საათია, რაც კომპიუტერულ ლაბორატორიაში, ბიბლიოთეკაში, სასაუბრო გაკვეთილებზე ან ინდივიდუალური დავალებით უნდა შეასრულოს სტუდენტმა.

საბოლოო შეფასება წარმოებს ტესტირებისა და სწავლის პერიოდში მიღებული შეფასებების საფუძველზე.

 
© 2013 International House Tbilisi
26 მაისის მოედანი/დოლიძის 2
ელ-ფოსტა: info@ihtbilisi.ge
ტელ: 294 05 15; 233 01 79; ფაქსი: 233 07 32
A MEMBER OF THE INTERNATIONAL HOUSE WORLD ORGANISATION