კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო სერთიფიკატი CELTA (Certificate in English Language Teaching to Adults) წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებულ სერთიფიკატს და კვალიფიკაციას. CELTA დღეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ტრენინგ კურსია მასწავლებლებისთვის. იგი 4 კვირიანი, ინტენსიური კურსია (110 საათი) და შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან, რაც გულისხმობს რეგულარულ პრაქტიკულ სწავლებას და მის ყოველდღიურ ანალიზს და განხილვას.
CELTA კურსის განმავლობაში მასწავლებლები:
• ეუფლებიან სწავლების თანამედროვე პრინციპებსა და მეთოდებს.
• იძენენ ეფექტური სწავლების აუცილებელ უნარებს.
• იუმჯობესებენ ინგლისურის პრაქტიკულ ცოდნას და გამოიმუშავებენ მისი ანალიზის უნარს.
• იუმჯობესებენ გაკვეთილის დაგეგმვასა და მისი ეფექტურად წარმართვის უნარს.
• ეფექტურად იყენებენ სასწავლო მასალებს და რესურსებს.
• ეუფლებიან სწავლების უახლეს სასწავლო-მეთოდურ მიმართულებებს, რაც საბოლოო ჯამში მათი პროფესიონალური ზრდის მყარი გარანტიაა.
Download Application Form |